დაიმახსოვრეთ!არსად, არც ერთ ქვეყანაში, პრეზიდენტი არასოდეს მისულა პირდაპირ ეთერში

დაიმახსოვრეთ!არსად, არც ერთ ქვეყანაში, პრეზიდენტი არასოდეს მისულა პირდაპირ ეთერში

ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის მიერ პირდაპირ ეთერზე უარის თქმის მიზეზად პროტოკოლის დასახელებას გამოეხმაურა.

მეგობრებო! კოლეგებო! ძვირფასებო!

დაიმახსოვრეთ!

არსად, არც ერთ ქვეყანაში, პრეზიდენტი არასოდეს მისულა პირდაპირ ეთერში რომელიმე ტელევიზიის ან რადიოს სტუდიაში.

ვიმეორებ: არსად! არასოდეს!

ერთადერთი გამონაკლისი არის გიორგი მარგველაშვილი.

მაგალითები, რომლებსაც თქვენ იმოწმებთ, ნახევარსიმართლეა:

ეგ პერსონები სტუდიებში იყვნენ ან პრეზიდენტობის შემდეგ ან პრეზიდენტობამდე (პრემიერობამდე, კანცლერობამდე), წინასაარჩევნო კამპანიიის ფარგლებში, როცა ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობდნენ.

წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილსაც არ უთქვამს უარი პირდაპირ ეთერში სტუდიაში მისვლაზე. (მხოლოდ ჩემთვის ვერ მოიცალა, მაგრამ არაუშავს, – კარგად მახსოვს, რა მძიმე პერიოდი იყო.

იცით, როგორ მიყვარხართ და არავის მოგნიშნავთ.

P.S. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ:

პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს ფორმაზე მნიშვნელოვანი შინაარსია.  

სოციალისტი ესენი რამ შეგაყვარა, ეს ჭკუით მრუდნი და უცხვირპირონი?! მოიყვანე ბონდო ცოლი, ბოლოს და ბოლოს!
5 წლის უკან