მომზადების დრო: 40 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
მარილი და პილპილი
საქონლის ან ცხვრის ხორცი - 300 გ
სტაფილო - 1
გარგრის ჩირი - 10-12
ბრინჯი - 1 ჭიქა
ძირა - გემოვნებით
მომზადების წესები
ქვაბში ცხიმში დავბრაწოთ ხორცის ნაჭრები. დავამატოთ ჩხირებად დაჭრილი სტაფილო და გარგრის ჩირი. ვშუშოთ ცოტა ხანს. დავამატოთ მარილი, პილპილი, ძირა.
გრძელი ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, გადავწუროთ, დავაყაროთ ხორცს. დავასხათ 2 ჭიქა წყალი, დავახუროთ და წამოვადუღოთ. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ სითხის დაშრობამდე.