ნიჩბით ყრიდნენ… მურაბის ქურდ ბავშვებს წლობით ყრიდნენ ციხეში

ნიჩბით ყრიდნენ… მურაბის ქურდ ბავშვებს წლობით ყრიდნენ ციხეში

“თქვენ მე ვერ მიხილავთ თქვენს წინაშე დაბეჩავებულს, ხმააკანკალებულს” – ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში შეკრებილ ოპოზიციას. მან ოპოზიცია მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ სწორედ იუსტიციის სამინისტროს წარმატებეი არ მოსწონთ.

“თქვენ ხართ სუსტნი ჩემს თვალში ეს ასეა. მინისტრის საათი განკუთვნილია იმისთვის, რომ მოისმინოთ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, ვისაუბრე 45 წუთის განმავლობაში. ვაჩვენე რა გაკეთდა, რას ვაკეთებთ და მომავლის პერსპექტივა და ვისაუბრე პოზიტივზე. რადგან ი იუსტიციის სამინისტროს, როგორც ყველა უწყებას, წარსულში, მომავალში და აწმყოშიც შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები, შეცდომები, მაგრამ ჩვენი სამინისტრო არის ერთ-ერთი წარმატებული უწყება მიუხედავად ყველაფრისა. რა თქმა უნდა, ეს თქვენ არ მოგწონთ ოპოზიციას ვგულისხმობ. რადგან იუსტიციის სამინსიტრო თქვენს დროს ბატონო ოთარ (კახიძე) რომელიც დარბაზში აღარ ბრძანდებით და იქნებ შემობრძანდეთ, რომ დაგინახიოთ რა რეაქციები გაქვთ ჩემს გამოსვლაზე. თქვენ დროს იუსიტიციის სამინისტრო ასოცირდებოდა – შიშთან, ტერორთან, ძალით მოყვანილ ბიზნესმენებთან, რომ ეშენებინათ იუსიტიციის სალხები და რა თქმა უნდა, თქვენ არ მოგეწონებათ, რომ ტენდერით და გამჭირვალედ ამ ხელისუფლების იუსიტიციის მინისტრი, მომავალ ისუიტიციის მინისტრს დაუტოვებს 70 საზოგადოებრივ ცენტრს, 5 რეგიონულ არქვის, ოცამდე ახალ იუსიტციის სახლსა და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას, რეფორმებს და იმ მათლმსაჯულების სამ ტალღას, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს არ წაუკითხავს, ისე საუბრობს, შინაარსსაც ვერ მოგიყვებიან, რომ ჰკითხო რომელ ტალღაში რა ეწერაო…  ეს თქვენ რა თქმა უნდა, არ გიხარიათ. ბატონი ოთარის, (კახიძე) გიგას (ბოკერი) და სხვების დროს იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის პოლიტიკა, ისე იყო 0.01% იყო გამამართლებელი განაჩენების რიცხვი, ნიჩბით ყრიდნენ ხალხს ციხეში, მათ შორის ბავშვებს და  აქ სწორად იყო შეხსნებეული ბატონი ანრის(ოახანაშვილი) მიერ, რომ ბავშვთა სრულწლოვანებას სისხლის სამართლებრივი დაწიეს, მურაბის ქურდ ბავშვებს წლობით ყრიდნენ ციხეში, ეს არის ეს არ არი ჩემის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

tngh როგორი შესადარებელია ერთმანეთთან წულუკიანი, სამადაშვილი, ბოკუჩავა, გოგორიშვილი... ცოდნით და განათლებით!!!
5 წლის უკან