აშშ-ის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო პოზიციები უახლოეს საათებში განადგურდება. ამის შესახებ CBS-ი იუწყება.
თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა 2 რუკა უჩვენა: ერთზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიები იყო მითითებული იმ დროისთვის, როცა ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, მეორეზე კი ის ტერიტორია, რომელსაც ისლამისტები ამჟამად აკონტროლებენ.
13 თებერვალს საღამოს, სირიის პატარა ქალაქ ბაგუზაში ამერიკულ ძალას „ისლამური სახელმწიფოს“ 200-მდე ტერორისტი დანებდა.
„ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში მთავარი წვლილი აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციას მიუძღვის, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ერაყელები, სირიელი ქურთები, აშშ-ის ევროპელი და ახლოაღმოსავლელი პარტნიორები.