ყაზახეთის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები პარლამენტის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის დედაქალაქს ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი უნდა დაერქვას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან 19 მარტს გადადგა. 20 მარტს ყაზახეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი უწოდა. ცვლილებას, ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.