ინგუშეთში ალქაჯებზე ნადირობა გამოცხადდა. ისტორია

ინგუშეთში ალქაჯებზე ნადირობა გამოცხადდა. ისტორია

ინგუშეთში ალქაჯებზე მონადირეები გამოჩდნენ. რესპუბლიკაში წყევლაში რწმენა იმდენად პოპულარული გახდა, რომ აქტივისტები მათ ნიღბებით და იარაღით ებრძვიან და სავარაუდო ჯადოქრებს სახლებში უვარდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBჩ-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სიზმარში ბინძური თეთრი ძაღლი ვნახე, რომელიც უკნიდან მომეფერა. მე მისი მოშორება მინდოდა, მაგრამ გაღვიძება ვერ შევძელი. ეს ეშმაკი იყო“, - ჰყვება 45 წლის ნიზრანი ზარინა. ის ამბობს, რომ ქმართან პრობლემები ამ სიზმრის მერე დაეწყო.

„დროსთან ერთად მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი შევიძულეთ. სახლში მარტო ვიყავი და გიჟს ვგავდი - ვდგებოდი ძაღლივით ოთხფეხზე და ვყმუოდი, ვერ ვწყნარდებოდი. მინდოდა საკუთარ თავში რაღაც ბინძური მომეგლიჯა“, - ჰყვება ზარინა.

რთული ურთიერთობის შემდეგ, ქალმა ქმრის სახლი დატოვა. არც ფსიქოლოგთან არც ფსიქიატრთან ის არ მივიდა. ქალი ფიქრობს, რომ ყველაფერი წყევლის ბრალია, რომლისგანაც მას მეზობელი მულა ისე ბარახოევი კურნავდა. 

ზარინის მსგავსი ოჯახური დრამა ინგუშეთში იშვიათი მოვლენა არ არის. მულასთან ხშირად მიდიან ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი დაწყევლეს.

2019 წელს ინგუშეთში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ჯადოქრებზე და ალქაჯებზე ნადირობენ. ამ წლის იანვარში ინგუშეთის 24 წლის მცხოვრებმა ორ მეგობართან ერთად სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი „ანტისიჰრი“ (ანტი წყევლა). მათ ჯგუფის წევრებს სთხოვეს ანონიმურად გაეგზავნათ იმათი მისამართები, ვისაც შეუძლია შეუკვეთოს წყევლა. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბევრ ასეთ ადამიანს დავიჭერთ“, - ჰყვებიან ჯგუფის ორგანიზატორები. მათი თქმით, წყევლის შეკვეთა ერთგვარი ბიზნესია, რომელიც უკვე ფართოდ გავრცელდა.

ერთ თვეში ჯგუფის წევრთა რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა.