ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მეი ფაქტიურად ვერ აკონტროლებს თავის პარტიას - ისინი ბოლომდე არ უჭერენ მხარს საკუთარი ლიდერის გადაწყვეტილებებს და შესაბამისად მისი კარიერის დასარული ახლოსაა.
ბრიტანული მედია აქტიურად განიხილავს BREXIT-ის ირგვლივ მიმდინარე საკითხებს და ვარაუდობს, რომ ტერეზა მეის კარიერის სავარაუდო დასასრული ახლოა.
მეიმ ევროკავშირს თხოვნით მიმართა, რომ ბრიტანეთის საბოლოო გამოსვლა ევროკავშირიდან ივნისის ბოლომდე გადადოს. ბრიუსელი თანახმაა გადადებაზე, თუ მომავალ კვირას ბრიტანეთის პარლამენტი გასვლის ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ექსპერტების აზრით, ტერეზა მეიმ ვერ შესძლო სრულყოფილი შეთანხმების დადება და ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვა იმისგან რადიკალურად განსხვავებუილი პირობებით, რისი დაპირებაც იყო 2916 წელს, ან BREXIT-ი საერთოდ ჩაიშლება.
პარალელურად ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს საბოტაჟში ადანაშაულებს. პრემიერ-მინისტი პასუხისმგებლობას საკანონმდებლო ორგანოს აკისრებს და აცხადებს, რომ პარლამენტი თავს არიდებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორი მესამედი საერთოდ წინააღნდეგია ევროკავშირიდან გასვლისა, შესაბამისად ისინი შეთანხმების რატიფიცირების გასვლის წინააღმდეგ წავლენ და არც ცუდ ხელშეკრულებას დაუჭერენ მხარს. ე.წ. "გულუბრყვილო ბრექსიტისტ" პარლამენტარებს ეგონათ, რომ ევროკავშირიდან გასვლა მარტივი იქნებოდა და ამისთვის მხოლოდ განცხადება იყო საკმარისი, ყოველგვარი შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების გარეშე, რაც ასე არ არის. დანარჩენებმა იციან, რომ გასვლის შეთანხმება ცუდია, მაგრამ იძულებულები არიან, რომ ამაზე თვალი დახუჭონ, რადგან სხვანაირად ეს არ მოხდება.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მეი ფაქტიურად ვერ აკონტროლებს თავის პარტიას, რადგან ისინი ბოლომდე არ უჭერენ მხარს საკუთარი ლიდერის გადაწყვეტილებებს და შესაბამისად მისი კარიერის დასარული ახლოსაა. მეტიც - მეიმ შეიძბა იმ შემთხვევაში მიაღწიოს საკუთარი პარტიის სრულ მხარდაჭერას, თუ დაასახელებს საკუთარი გადადგომის კონკრეტულ თარიღს.