ჰააგის ტრიბუნალმა ბოსნიელი სერბების ლიდერს რადოვან კარაჯიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
2016 წელს საერთაშორისო ტრიბუნალმა 73 წლის კარაჯიჩს 40 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 ბრალდებიდან 10-ში, რომელთა შორისაც იყო სრებრენიცაშო ბოსნიელების გენოციდი, რა დროსაც 8 ათასამდე ადამიანი მოკლეს. ასევე მას ადანაშაულებდნენ მკვლელობებში, დევნაში, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში და სხვა დანაშაულებში, რომლებიც 1992-1995 წლებში ბოსნიის ომის დროს მოხდა. აღნიშნული განაჩენი ჰააგის ტრიბუნალის სააპელაციო პალატაში გასაჩივრდა, ბრალდების მხარემ 40 წლიანი პატიმრობის სამუდამო პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.
კარაჯიჩი ბრალს არ აღიარებდა და პროცესს პოლიტიკურს უწოდებდა. კარაჯიჩი მართლმსაჯულებას წლების განმავლობაში ემალებოდა. ის 2008 წელს სერბეთში დააკავეს და სასამართლოს გადასცეს.