ყაზახეთის პარლამენტის სპიკერის პოსტს ყოფილი პრეზიდენტის ნულსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი ჩაიბარებს. თავმჯდომარის პოსტზე 55 წლის დარიგა ნაზარბაევა ერთხმად აირჩიეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მანამდე ის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. სპიკერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კისიმ ჟომარტ ტოკაევმა პრეზიდენტის უფლებამოსილება გადაიბარა.
78 წლის ნულსულთან ნაზარბაევმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა.