უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა

უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა ტეხასში სიტყვით გამოსვლისას იმიგრაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ BBC წერს.

უმცროსმა ჯორჯ ბუშმა დალასის ინსტიტუტში ნატურალიზაციის ცერემონიაზე აშშ-ის ახალ მოქალაქეებს მიმართა. მისი განმარტებით, იმიგრაცია აშშ-ის კურთხევა და სიძლიერეა.

ანალიტიკოსებმა აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის განცხადება პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ერთგვარ საყვედურად შეაფასეს.