ამ რეცეპტის დახმარებით ლობიანს 20 წუთში მოამზადებთ

ამ რეცეპტის დახმარებით ლობიანს 20 წუთში მოამზადებთ

ინგრედიენტები

ლავაში - ცალი

ლობიო - 300 გ

ხახვი - 150 გ

ქინძი - 1 კონა

მზესუმზირის ზეთი - მლ

ნიგოზი - 3 ს/კ

ნიორი - 2 კბილი

ხმელი სუნელი - 0,5 ჩ/კ

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

დააქუცმაცეთ ბლენდერით მოხარშული ლობიო, ნიგოზი და ნიორი.

ხახვი თხლად დაჭერით და შეწვით ზეთში. ლობიოს ნარევს ხახვი, დაქუცმაცებული მწვანილი და სანელებლები შეურიეთ.

ლავაში გაჭერით. ყოველ ნაჭერს ლობიოს მასა წაუსვით და კონვერტის ფორმა მიეცით. შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.