ვენესუელელების თითქმის 90% მადუროს გადადგომის მომხრეა

ვენესუელელების თითქმის 90% მადუროს გადადგომის მომხრეა

ვენესუელის ერთ-ერთმა ყველაზე ოპოზიციურმა გაზეთმა El Nacionale-მა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანამდებობიდან ნიკოლას მადუროსა და მისი  მთავრობის გადადგომას მხარს უჭერს.

მადუროს მიერ პოსტის დატოვებას მხარს გამოკითხულთა 88,9% უჭერს. გამოკითხულთა 87,5%-მა კი თვა, რომ პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამხედრო მისიების შემოსვლას მხარი უნდა დაუჭიროს.

რამდენიმე დღის წინ, ხუან გუაიდომ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის გარე ძალებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარევისკენ მოუწოდოს.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.