სილვიო ბერლუსკონის საქმის მათავარი მოწმე რადიაქტიული კოქტეილით მოწამლეს

სილვიო ბერლუსკონის საქმის მათავარი მოწმე რადიაქტიული კოქტეილით მოწამლეს

სილვიო ბერლუსკონის სკანდალური საქმის მთავარი მოწმე რადიაქტიული კოქტეილით მოწამლეს. წარმოშობით მაროკოელმა იმან ფადილიმ 2012 წელს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება მისცა და დაადასტურა, რომ ბერლუსკონის ვილაზე ორგანიზებულ ე.წ. სექს-წვეულებებზე არასრულწლოვან გოგოებს იწვევდნენ.

იგი თავად იყო ამ წვეულებების მონაწილე და ამ თემაზე წიგნის დაწერას აპირებდა. მაროკოელი მოდელი პირველ მარტს მოწამვლის სიმპტომებით მილანის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ექსპერტებმა ფადილის სისხლში რადიაქტიული ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს. მილანის პროკურატურას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ ჰყავს და მოდელის მეგობრების დაკითხვას იწყებს.