საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საქართველოს მოქალაქე დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საქართველოს მოქალაქე დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საქართველოს მოქალაქე დააკავა. 38 წლის მამაკაცი ატიკას რეგიონში დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ბინების გაქურდვით იყო დაკავებული. ბერძნული მედიის ინფორმაციით ის „კანონიერი ქურდია“, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. სულ დაკავებულია ოთხი უცხოელი. მათ შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალი.

სამართალდამცავებმა ჩხრეკისას ამოიღეს მოპარული ნივთები, იარაღი, და ნიღბები, რომლებსაც ბოროტმოქმედები ქურდობის დროს იყენებდნენ.

დამნაშავეები ატიკას რეგიონის სხვადასხვა ქალაქში და ათენში ბინებს ორი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ საერთო ჯამში 200 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.