კიევში ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი გაიხსნა

კიევში ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი გაიხსნა

კიევში, რუსეთის საელჩოსთან ბორის ნემცოვის სახელობის სკვერი გახსნა. ღონისძიებას მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ფონდის თავმჯდომარე, ნემცოვის შვილი და უკრაინელი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

მანამდე ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა ასევე ვაშინგტონში, რუსეთის დიპლომატიურ მისიასთან მდებარე მოედანს და სკვერს ვილნიუსში. 2018 წლის მარტში კი მოსკოვში მემორიალური დაფა გაიხსნა.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში მოკლეს. მკვლელობის ჩამდენებად აღიარეს 5 ჩეჩენი. მათ სასამართლომ 11-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მკვლელობის ორგანიზატორად მიიჩნევს რუსლან მუხუდინოვს, ბატალიონ "სევერის" მეთაურის მოადგილის, რუსლან გერემეევის მძღოლს. მუხუდინოვზე გამოცხადებულია ძებნა. მკვლელობის დამკვეთი დადგენილი არ არის. ნემცოვის ოჯახს და ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს თავად გერემეევია.