ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელიც 15 მარტს ახალ ზელანდიაში ორი მეჩეთის თავდასხმაშია ბრალდებული, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ BBC წერს.

28 წლის ბრენტონ ტარანტი წინასწარი დაკავების საკანში 5 აპრილამდე დარჩება. დანარჩენები უკვე საპყრობილეში არიან. ისინი წარსულშიც ნასამართლევები იყვნენ. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 4 ადამიანი, 3 კაცი და 1 ქალი.

ბოლო ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა, რომელიც „მემარჯვენე ექსტრემისტმა“ ჩაიდინა.

მომხდარს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.

ტერორისტული აქტიდან მალევე ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ტერაქტის ადგილიდან ამოღებული იარაღის ვიზუალური მასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ იარაღს დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია.

სუსმა ახალ ზელანდიაში ნაპოვნ ქართულწარწერიან იარაღზე სტრატეგიულ პარტნიორებს უკვე მიმართა.