ევროპარლამენტმა შავ ზღვაზე კონფლიქტის გამო რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

ევროპარლამენტმა შავ ზღვაზე კონფლიქტის გამო რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის 8 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ისინი შავ ზღვაზე კონფლიქტთან არიან დაკავშირებულები. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში წერენ.

სანქციის სიაში მოხვდნენ გემები „იზუმრუდის“, სუზდალეცის“ და „დონის“ მეზღვაურები და ასევე მესაზღვრეები, რომლებიც მონაწილეობდნენ კონფლიქტში. სანქციების სიაში მოხვდა ასევე რუსული ფე-ეს-ბეს წარმომადგენელი ყირიმში და სევასტოპოლში.

25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს, რასაც უკრაინის ლიდერმა აგრესიის აქტი უწოდა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საომარი ვითარება გამოაცხადა.

ოფიციალური კიევი მოსკოვისგან დაკავებული გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვს, რაზეც კრემლის ლიდერი უარს ამბობს და პოროშენკოს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 26 დეკემბერს გააუქმა.