ნიუ იორკში ფრანჩესკო კალი მოკლეს, რომელიც გამბინოს ოჯახის ბოსად ითვლებოდა. New York Post-ის ინფორმაციით ორგანიზებული დანაშაულის სამყაროში, გამბინოები, ქალაქის ხუთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის სიაში შედიან.
ცნობილი კრიმინალი 13 მარტს, "სტატენ აილენდში" საკუთარი სახლის წინ მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით კალის დაახლოებით 6 ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც მკვლელმა მას პიკაპით გადაუვარა.
დანაშაულის დროს ფრანჩესკო კალის, მეტსახელად "ფრენკი ბოის" ცოლი და შვილები სახლში იმყოფებოდნენ.