ჯო ბაიდენი 2020 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა მეხანძრეთა პროფკავშრების შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მეხანძრეთა პროფკავშირების მხარდაჭერის იმედი აქვს.
მედია დიდი ხანია მიანიშნებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მონაწილეობაზე. ეს ვერსია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების დამარცხებისა და დონალდ ტრამპის გამარჯვებისთანავე გავრცელდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმაზე უარი განაცხადეს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ნიო-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა.