ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, კალიფორნიაში სიკვდილით დასჯაზე შესაძლოა მორატორიუმი გამოცხადდეს. ამის შესახებ BBC წერს.
ამავე ცნობით, შტატის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს აპირებს. ნიუსომმა თანამდებობა ცოტა ხნის წინ დაიკავა. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი პირობა სწორედ სასიკვდილო განაჩენის გაუქმება იყო.
ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში, საერთო ჯამში, 2738 სიკვდილმისჯილია. კალიფორნიაში კი სასიკდილო განაჩენი 737 მსჯავრდებულს აქვს გამოტანილი.