ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი, რომელიც შაბათის კურიერის სიუჟეტში ე.წ ტროლების სიაში მოხვდა, კომენტარს აკეთებს.
"ძალიან კარგი, რომ ამ დღეებში ნერვებს არ ავყევი და ისტერიკის ნაცვლად, მთელ ამ პროცესს ვაკვირდებოდი, როგორ ერთხმად, ე.წ. “ორკესტრირებულად” მიმდინარეობდა ცილისმწამებლური კამპანია. ჯერ “შაბათის კურიერის” ბოდვა სიუჟეტი წავიდა, მერე თბილისის ფორუმზე ჩემი ფოტო დააგდეს პირდაპირ მითითებით – აგერაა და შეგიძლიათ ლანძღოთ და აგინოთო, შემდეგ, ეგრევე, ელისო კილაძემ დააგდო ის ცნობილი სია, ვითომ ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა დაცვისგან რომ მოიპოვა და სწორედ ეგაა გასაკვირი, საიდან მოიპოვა! – მითითება გაიცა და მერე, სოცქსელებში ერთხმად, ერთ ხელის აქნევით, თუ სადმე ნაცი იყო, ყველამ დაიწყო ლანღვა, წყევლა, დედის გინება – ეგ ყველაფერი მოგროვილი მაქვს და აუცილებლად მივცემ მსვლელობას.
ის, რაც ტროლების ფაბრიკად მოინათლა, აგერ http://espersona.ge/ ლინკი და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ – სატესტო რეჟიმია და არ გვინდოდა, ჯერ გამოჩენილიყო, მაგრამ ვინ გაცალა?! თან, იმხელა რეკლამა გაუკეთეს იმ დებილმა ჟურნალისტმა და მთელმა სანაცეთმა ამ საიტს, გამოსაჩენად უკვე ღირს!!!
და კიდევ – ერთხელ ვთქვი, რომ ბავშვობიდან ვიცნობ კოკას და მასთან ურთიერთბისას იმ პრინციპით ვიხელმძღვანელე, რაც ვიცი ამ ადამიანის შესახებ მეთქი. ეს კგბ-ს აგენტობის ამბავი, ზოგადად, მეც გაგონილი მქონდა, ახლა ვუყურებ და ელისო კილაძე კოკას სიყმაწვილის ფოტოს აზიარებს, უშიშროების ყოფილ მინისტრთან იგორ გიორგაძესთან რომაა გადაღებული სამახსოვროდ! – ანუ, ესაა მტკიცებულება და მეტი არაფერი? და ამაზე ვაგებთ ლეგენდებს? და ამ ლეგენდის მიხედვით, მე რომ კოკას ვიცნობ, ეგ უკვე საფუძველია, ვიყო რუსული ტროლების ქარხნის დედა ფუტკარი და ბანკებზე თავდამსხმელი? ერთს გკითხავთ: – რამდენი იცნობდით იგორ გიორგაძეს პირადად იმ პერიოდში? რამდენს შეხვედრაც გქონიათ და საქმეც? – მე ბევრი მახსენდება და რაღაც არ მინდა, ამ ჭორაობას ავყვე და ამის გამო ამდენი ადამიანი კგბ-ს აგენტობაში დავადანაშაულო, მაგრამ ბევრი კი მახსოვს, თან ძალიან ბევრი. (ჟურნალისტიკაში ვიყავი უკვე და რაღაც ამბები ჩემამდეც მოდიოდა). საერთოდ კი, ჭორის აგორება ადვილია და რასაც მე ვუყურებ, ტროლების ქარხანა კი არა, მთელი ტრანსნაციიონალური ქსელი აქვთ ნაცებს და ცოტა ფრთხილად, მაგათთან ურთერთობისას!”– წერს ლელა კურდღელაშვილი.