მე არ ვიცი სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი… საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება…”

მე არ ვიცი სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი… საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება…”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბაგრატიონების, სამეფო ოჯახის ირგვლივ აგორებულ სკანდალს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“მე არ ვიცი სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ქონდა (მის დასაც).

რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაყვაო… ასეთ ძალადობას 99% ვერ გაუძლებდა. მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძლადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.

არ მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:

ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.