"იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი" - გივი სიხარულიძე

ბაგრატიონების გარშემო სკანდალები გრძელდება და კულმინაციურ ფაზაში შედის. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონის გვარს იბრალებს და ის სინამდვილეში სიხარულიძეა.

„საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-ის კვლევა და ნუგზატ ბაგრატიონ-გრუზინსკი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე. გვარს იბრალებს" - აცხადებს ადვოკატი.

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძეს ფაქტთან დაკავშირებით "პრაიმტაიმთან" კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "საქართველო მეფეობანამ დაღუპა".

- მეფეობანამ დაღუპა ჩემი საქართველო. ყველა ქართველი მეფე, თავადი და პრეზიდენტია. გვეყო ამ მშიერ და გაუბედურებელ ქვეყანაში მასხარაობებზე ლაპარაკი. სამარცხვინოა.

- და რას იტყვით იმ ფაქტზე, რომ შესაძლოა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძე იყოს?

- გინდა სიხარულიძე იყოს და გინდა დარდიმანდიანიძე, არ მაინტერესებს. ჩემთვის მეფე და სამეფო გვარის წარმომადგენელი არის ის, ვინც გონიერია, ჭკვიანია და ჩემ საქართველოს გამოადგება. იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი და არც არცერთი გვარი!