ჯავახიშვილის ქუჩაზე სხვლა-ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს

ჯავახიშვილის ქუჩაზე სხვლა-ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ხე-მცენარეების გეგმიური სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის თხოვნით, 200-მდე ნარგავს მოვლა-პატრონობის სამუშაოები უტარდება. ხის ტოტები გარე განათებისა და საგზაო ნიშნების ხილვადობას ხელს უშლიდა. ასევე, სახლების ფასადს აზიანებდა. მოსახლეობასთან შეთანხმებით, სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით „ემ ენ ბილდინგი“ ასრულებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 20 000 ლარია.