"ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა და გვარს იბრალებს"

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოში იმყოფება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, რომელიც ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელის ბოროტად გამოყენებასა და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ დარიგებაში ადანაშაულებს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავას ვერ მოიგებს. ადვოკატის თქმით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი ბაგრატიონების შტოს წარმომადგენლები არ არიან, ახლა კი ამ სასამართლო დავით, სახელმწიფოსგან აღიარებას ითხოვენ.

„სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლოს, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა. თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია"- აცხადებს ლევან ჩხეიძე.