არ მგონია, წულუკიანის საკითხზე უმრავლესობის წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ იუსტიციის მინისტრის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„არ ვიცი, კონკრეტულად არ მსმენია იმის თაობაზე, რის გამოც ეს საუბარი დაიწყო. როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, არ მგონია, ისინიც დიდად ინფორმირებული იყვნენ, რა ხდება რეალობაში. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა დამკვიდრდა უკვე კარგა ხანია“, – განაცხადა ზვიად კვჭანტირაძემ.
თეა წულუკიანმა თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. ,,საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია. „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“