აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2020 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი, რომლიც სახელწოდებაა „ბიუჯეტი საუკეთესო ამერიკისთვის“ 3,64 ტრილიონის შემოსავლებსა და 4,74 ტრილიონის ხარჯებს ითვალისწინებს.
სახსრებს შორის, რომელიც თეთრ სახლს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის სურს გამოჰყოს, ცალკე აღნიშნულია 500 მილიონი დოლარი, რომელიც „რუსეთის მავნე გავლენასთან ბრძოლისთვის" უნდა დაიხარჯოს.
ამ თანხის ევროპასა და აზიაში გაგზავნა იგეგმება: მიზანი აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა კონგრესს 2020 წელს სამხედრო ბიუჯეტის 4%-ით ანუ 750 მილიარდ დოლარამდე გაზრდა სთხოვა.