თეა წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მთავრობის შემადგენლობაში, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
ბესელია ამბობს, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები მისთვის უცნობია.
„თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად დავინახო პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება. არ ვიცი დეტალები, ამიტომ, ვერ გავაკეთებ რამე კონკრეტულ კომენტარს, მაგრამ იმედი მაქვს, ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა.