ყველაზე სუფთა ჰაერი ევრზონის ქვეყნებიდან ფინეთშია. მსოფლიო რეიტინგში ამ ქვეყანას მხოლოდ ისლანდიამ გაუსწრო, - წერს AirVisual-ი Greenpeace-ზე დაყრდნობით.
2018 წლის რეიტინგის ხუთეულშია ესტონეთი, შვედეთი და ავსტრალია. რეიტინგი, რომელშიც მსოფლიოს 73 ქვეყანა მოხვდა, Greenpeace -მა (საერთაშორისო საზოგადოებრივი ბუნებისდამცველი ორგანიზაცია) შეადგინა.
რეიტინგის ავტორებმა ჰაერის სისუფთავე მტვრის მიკრონაწილაკების რაოდენობის მიხედვით შეაფასეს. მტვრის ნაწილაკები ჰაერის ყველაზე დიდი დამაბინძურებელია და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მცირე ზომის ნაწილაკები ადამიანის სასუნთქ გზებში ხვდება და აზიანებს ფილტვებს, იწვევს ალერგიასა და ონკოლოგიურ დაავადებებს.
Greenpeace რეიტინგში ყველაზე ბინძურია ჰაერი ბანგლადეშში, პაკისტანსა და ინდოეთში.