უკრაინის პრეზიდენტს წინასაარჩევნო მიტინგი კიდევ ერთხელ ჩაუშალეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
შემთხვევა ქალაქ ჟიტომირში მოხდა. ამომრჩევლებთან შესახვედრად მისულ პოროშენკოს „ნაციონალისტთა კორპუსის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. მათ უკრაინის ლიდერი კორუფციაში დაადანაშაულეს და მიტინგის დატოვება მოსთხოვეს.
საბოლოოდ პოროშენკოს ტერიტორიის დატოვება მოუხდა.