გადადგება წულუკიანი და მოყვება, როგორ წუხდა სასამართლო მოვლენებზე - ანა დოლიძე

გადადგება წულუკიანი და მოყვება, როგორ წუხდა სასამართლო მოვლენებზე - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ანა დოლიძე წერს, წულუკიანი გადადგომის შემდეგ, მოყვება თუ როგორ წუხდებოდა წლების განმავლობაში სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე.

“ახლა გადადგება წულუკიანი, დაჯდება ეთერებში და მოყვება როგორ წუხდებოდა წლების განმავლობაში სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ ხმას არ იღებდა იმიტომ რომ ‘შიგნით იბრძოდა”, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრის , თეა წულუკიანი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. "2020NEWS-ის“ წყაროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე, პოლიტიკაში ახლადმობრუნებული, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა განიხილება.