გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცავთა მობილიზებაა. 200 მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს.
როგორც "2020NEWS-ს“ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტარმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა,- კირკიტაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნას 2500 ადამიანმა მოაწერა ხელი. პატიმრობის გირაოთი შეცვლას მხარს უჭერენ პარლამენტარებიც - განაცხადა ბოკუჩავამ