ატომური ელექტროსადგური საქართველოში? -

ატომური ელექტროსადგური საქართველოში? - "უნდა ვიფიქროთ ამაზე"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ამბობს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია მოსახლეობის წინააღმდეგობით - აშენდეს ჰესები. რევაზ არველაძის თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საჭირო გახდება ატომური ელექტროსადგრის მშენებლობაზე ფიქრი.

“ენერგეტიკაში შემცირებულია სერიოზულად ინვესტიციები. ამის მიზეზი ძირითადში არის ის, რომ სწორად არ მიდის აგიტაცია-პროპაგანდა მოსახლეობაში. ჩვენ გაგვაჩნია ერთადერთი სტაბილური რესურსი ჰიდრორესურსი. თუმცა, უკვე აღარც მცირე სადგურს აღარ აშენებინებს მოსახლეობა(კომპანიებს), რაც ჩემი აზრით, გაუთვიცნობიერებლობით არის გამოწვეული. არ ვიტყვი, რომ ის ხალხი არაფერს იცნობს, მაგრამ ფაქტია, ეწინააღმდეგება ყველაფერს.

არის 2 მაღალი და 50 კილოვატი ძაბვის ქვესადგური, ქსანი და ზესტაფონი- იქ უნდა აშენდეს თბოსადგურები. მოამავალში ეს არ იქნება საკმარისი და აქედანვე უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”,- აცხადებს რევაზ არველაძე.

სოციალისტი ბატონი რევაზი ყველაფერს სწორად აფასებს და სწორ პროგნოზსაც აკეთებს. მაგრამ ატომური ელექტროსადგურის საკითხში მთლიანად ვერ გავიზიარებ მის მოსაზრებას. დაახლოებით 20 წლის განმავლობაში კაცობრიობა შეძლებს ენერგომოპოვებაში ისეთი ტექნოლოგიების დამუშავებას, რომელზეც დღეს წარმოდგენა არ გვაქვს. მაგალითად დედამიწის შიგნითა ბუნებრივი სითბოს გამოყენებას. ისე კი ძალიან სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს ენერგომოხმარების შემცირება, საზოგადოების განვითარების ყველა ასპექტში!
6 წლის უკან