„იბერიას

„იბერიას" თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს - ოქუაშვილს მოზრდილი თანხის გადახდა მოუწევს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას ყოფილი თანამშრომლებისთვის 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაციის, 7 დღის სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია „,იბერია-TV“-ს ყოფილი თანამშრომლების სარჩელი შპს „,იბერია TV“-ის წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „,იბერია TV“-ს დაეკისრა მოსარჩელეებისთვის 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაციის, 7 დღის სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.