დღეს ადამიანებს ციხეში მოხვედრაც კი არ ეშინიათ

დღეს ადამიანებს ციხეში მოხვედრაც კი არ ეშინიათ

ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტია “ერთიანი საქართველოსთვის” წევრი დავით ფაცაცია მიიჩნევს, რომ 2012 წლამდე, დამნაშავეების მიმართ სახელმწიფოს მიდგომები ეტაპობრივად აგრესიული იყო,  შეიცვალა და ის უფრო ლიბერალური გახდა. ამის შესახებ მან TV “პირველი”-ს გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”-ში სტუმრობისას ისაუბრა.

“დღევანდელი მდგომარეობა არის გაცილებით ლიბერალური, რამაც ციხეშიც კი შეცვალა მდგომარეობა. დღეს ადამიანებს ციხეში მოხვედრაც კი არ ეშინიათ, იმიტომ რომ ერთის მხრივ არ არის ის სისასტიკე, რომელიც იქ ხდებოდა და მეორეს მხრივ, სამედიცინო თვალსაზრისით, მკურნალობენ, ზოგი სპეციალურადაც ხვდებოდა ციხეში, რომ C ჰეპატიტის პროგრამაში მოხვედრილიყო”– განაცხადა დავით ფაცაციამ.