წულუკიანი თუ ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა, ვფიქრობ, ამით ივანიშვილი მასზე დიდ ფსონს ჩამოვა. მგონია, რომ სულ ტყუილად, მაგრამ მეტი არავინ ჰყავს,- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი დღეს „2020NEWS-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა იუსტიციის მინისტრად ღარიბაშვილი დაინიშნოს.
„2020NEWS-სთან“ საუბარისას, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს ღარიბაშვილის გარდა აღარავინ დარჩა, ვისაც მეტ-ნაკლებად ენდობა. „ჩვენი მმართველობითი სისტემის მოდელი არის აბსოლუტურად გაუგებარი და უსისტემო. შეიძლება ითქვას, მმართველობის არც ერთ კლასიკურ სქემაში არ ჯდება. ისეთ ოდიოზურებშიც კი, რასაც ჰქვია ტირანია, დიქტატურა. სად არის ინსტიტუციური ცენტრები და სად არის ძალის ცენტრები, გაუგებარია. ფაქტია, რომ გახარიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. შესაბამისად , გავრცელებულ ინფორმაციაში,წულუკიანი შეიძლება , ღარიბაშვილმა შეცვალოს, ლოგიკა არის . სავსებით შესაძლებელია, რომ „სიმძიმის ცენტრმა “ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლოს. “, აცხადებს ექსპერტი.
კითხვაზე შეძლებს თუ არა შეძლებს თუ არა ღარიბაშვილი სასამართლო რეფორმის გატარებას, ხუხაშვილი პასუხობს, რომ ამას არც არავინ შეეცდება, რადგან ივანიშვილის სურვილია, „კოლექტიური მურუსიძე“ პოლიტიკურ შეკვეთებზე ამუშაოს. „აპირებს რომ ვინმე რეფორმებს? ფაქტია, რომ ხელისუფლება ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას უნდა მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად პოლიტიკურ ვერტიკალში ჩასვას და „კოლექტიური მურუსიძე“ პოლიტიკურ შეკვეთებზე ამუშაოს, როგორც იყო წინა ხელისუფლებების დროს. თუ ისე მოხდა, რომ ღარიბაშვილმა, თუ წულუკიანი ჩაანაცვლა, მე ვფიქრობ, რომ ამით ივანიშვილი მასზე დიდ ფსონს ჩამოვა. მგონია, რომ სულ ტყუილად, მაგრამ მეტი არავინ ჰყავს და რა ქნას?“, -აცხადებს გია ხუხაშვილი.