კატალონიის ყოფილი ლიდერი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

კატალონიის ყოფილი ლიდერი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პუჩდემონმა განაცხადა, რომ ეს არის მომენტი, როდესაც კატალონიის თვითგამორკვევის უფლების საერთაშორისო ასპარეზზე გასავრცელებლად კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

პუჩდემონი ამჟამად გერმანიაში იმყოფება.

ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა.

სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხა. 25 მარტს ის გერმანიაში დააკავეს, მოგვიანებით კი, გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.