იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების ყოფნას მოითხოვს, ამისთვის მას შესაძლოა გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწიოს. ინფორმაციას TIME აქვეყნებს.
ვაშინგტონში განიხილავენ ვერსიას, რომლის მიხედვითაც თანხა ახლანდელთან შედარებით სავარაუდოდ ხუთჯერ მეტია. გავლენიანი გამოცემის ცნობით, ამ ინიციატივას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანაშემწეებთან ერთად განიხილავს.
გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში ცვლილება შეეხებათ ამერიკის ისეთ მოკავშირეებს, როგორებიცაა გერმანია, იაპონია და სამხრეთ კორეა.