მედია: თალიბანის ლიდერი ავღანეთში ამერიკულ ბაზასთან ცხოვრობდა

მედია: თალიბანის ლიდერი ავღანეთში ამერიკულ ბაზასთან ცხოვრობდა

ჰოლანდიელი ჟურნალისტის ბეტ დემი თავის წიგნში წერს, რომ „თალიბების“ ლიდერი მულა მოჰამედ ომარი ავღანეთში ამერიკულ ბაზასთან „ორი  ფეხის ნაბიჯზე“ ცხოვრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავტორი თავის წიგნში წერს, რომ „თალიბანის“ ლიდერი არასდროს არ იმალებოდა პაკისტანში, რასაც ამერიკელები ფიქრობდნენ. ამის ნაცვლად, ის აშშ-ის ბაზასთან ცხოვრობდა მშობლიურ პროვინცია ზაბულში.

ჟურნალისტმა შეძლო გასაუბრებოდა მოჰამედ ომარის დაცვას ჯაბარ ომარის, რომელიც მასთან ერთად „თალიბანის“ დაცემის შემდეგ, 2001 წლიდან იმალებოდა. ჟურნალისტის ცნობით, ის 2013 წელს ავადმყოფობისგან გარდაიცვალა.