აშშ-ის მაცხოვრებელმა, მაიკ ვეირსკიმ კინაღამ 273 მილიონი დოლარი დაკარგა, როდესაც მომგებიანი ბილეთი მაღაზიის სალაროსთან დარჩა. ამის შესახებ CBS New York წერს.
შტატ ნიუ-ჯერსის მაცხოვრებელი 1 წლის მანძილზე სამსახურს უშედეგოდ ეძებდა. ლატარიის ბილეთებზე მან 1 კვირის მანძილზე დაახლოებით 20 დოლარი დახარჯა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ თამაში ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა.
მოგებამდე ორი კვირით ადრე ვეირსკიმ ლატარიის თამაშს კვლავ მიჰყო ხელი. მან რამოდენიმე ბილეთი იყიდა, თუმცა ისინი სალაროსთან დარჩა. მათ წასაღებად ვეირსკი მეორე დღეს დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა მყიდველმა შენიშნა თუ როგორ დარჩა მას ბილეთები და ისინი მოლარეს გადასცა.
ორი დღის შემდეგ 54 წლის ამერიკელმა ლატარია Mega Millions-ის შედეგები წაიკითხა და აღმოაჩინა, რომ 273 მილიონი დოლარი მოიგო.
„საკუთარი წარმატების არ მჯეროდა. ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლის, მე ხომ უმუშევარი ვიყავი“, - აცხადებს მოგებიანი ბილეთის მფლობელი.