გუაიდო ვენესუელელებს კარაკასში მარშისკენ მოუწოდებს

გუაიდო ვენესუელელებს კარაკასში მარშისკენ მოუწოდებს

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო, რომელიც ქვეყნის რეგიონებში შეხვედრებს მართავს, თანამოქალაქეებს კარაკასზე მარშისკენ მოუწოდებს.

გუაიდოს თქმით, ის მთელ ქვეყანას შემოივლის, შეხვდება მხარდამჭერებს და მარშის საბოლოო თარიღს ამის შემდეგ გამოაცხადებს. გუაიდოს თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არის გარე ძალებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარევისკენ მოუწოდოს.

ამ განცხადების პარალელურად კი დღეს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სამხედროებს გადატრიალების თავიდან აცილების გამო მადლობა გადაუხადა.

პარალელურად ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისია და დედაქალაქ კარაკასს რამდენიმე დღეა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.