ეთიოპიის პრემიერ მინისტრის ცნობით, ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის Boeing 737 თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაღუპულია. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ავიაკომპანიაც, რომელიც აცხადებს, რომ არ არსებობს საბუთი იმისა, რომ თვითმფრინავში მყოფებიდან ვინმე გადარჩა.
გარდაცვლილები 33 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
ტრაგედია გუშინ, ადგილობრივი დროით 08:38-ზე, ადის-აბებასთან, Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა, აფრენიდა 6 წუთის შემდეგ ავიაკატასტროფა განიცადა.