არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ

არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ

"ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ",- ასე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა, რომ ის შესაძლოა მართლაც დააკავონ.

" არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?! ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

 

 

trampi David Kobalia-მ გააზიარა ფოტო.
19 თებერვალი, ·
2015 წელს,„ა ნ ა კ ლ ი ა პ ო რ ტ ი ს“ საერთაშორისი ტენდერის მიმდინარეობისას ჩვენი შეთავაზებული წინადადება რომ ყურად ეღოთ, არც ხ ა ზ ა რ ა ძ ე და არც ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს მ თ ა ვ რ ო ბ ა, არ იქნებოდნენ ასეთ თ ა ხ ს ი რ დ ღ ე შ ი!

ხაზარაძის განცხადება, რომ იგი ტოვებს „თიბისი“ ბანკს და მთლიანად ანაკლიაში გადაერთვება, რეალობას მოკლებულია, რადგან მის კონსორციუმს პორტის ასაშენებელი ფული არ გააჩნია!

ასევე ზედმეტია ინვესტორებზე და ინვესტიციებზე საუბარი, რომელიც მას, ასევე არ ჰყავს!

ერთადერთი რისი იმედიც ხაზარაძეს შეიძლება ჰქონდეს, აშშ-ს ყოფილი მაღალი სამხედრო ჩინოსნების მიერ გაცხადებული ინტერესია „ანაკლია პორტისადმი“, რომელიც ნატოს ჯარების საჭიროებისთვის წარმოუდგენიათ, რასაც დაუფარავად აცხადებს ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი:

„უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში. ... ... ამერიკა საქართველოში ერთობლივი აეროდრომის აშენებას გეგმავს. ... ... აქ საუბარია ერთობლივ წვრთნებზე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე, საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის შესაძლებლობებზე, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეების დაცვა იქნება.“

ნაკლებად სავარაუდოა აშშ-მ ღიად დააფინანსოს „ანაკლია პორტის“ მშენებლობა, რადგან იგი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სახიფათო გამოწვევა იქნება!

ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვთქვათ:

_ხაზარაძის საბანკო თაღლითობები შესაბამისმა ორგანომ არკვიოს!

_ანაკლიაში შექმნილი, კატასტროფული, ფ ი ნ ა ნ ს უ რ ი და ე კ ო ლ ო გ ი უ რ ი მდგომარეობის გამო, ხაზარაძესთან ერთად, საქართველოს მთავრობამაც უნდა აგოს პასუხი!

ოთხი წლის წინ ვაფრთხილებდით ჩვენ, საქართველოს მთავრობას და მის რჩეულ ხაზარაძეს, რომ ეს დღე დადგებოდა!

13 სექტემბერი, 2015 ·

„ანაკლია პორტის“ მშენებლობის გარშემო განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ აუცილებელია ფინიშის სწორზე დარჩენილი ორი კანდიდატის პროექტების საჯარო განხილვა, რომ მედიასივრცეში გაჩენილი ჭორი და მართალი ერთხელ და საბოლოოდ გაირკვეს.

ასევე უნდა გაცხადდეს, ქვეყნის პირველი პირები არასწორად არიან ინფორმირებული და მათთვის მხოლოდ ჩინეთში ყოფნისას გახდა ცნობილი, რომ არსებობს პროექტი, რომელიც არცერთი ადგილობრივი მოსახლის გასახლებას არ ითხოვს.

ორი კანდიდატის პროექტების საჯარო განხილვა, ტელეკომპანიების _ „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ თავხედობამდე მისულ მიკერძოებულობასაც დაუსვამს წერტილს!

დანარჩენი, ქვემოთმოყვანილ სტატიაში იხილეთ.

პატივისცემით

დ.ქობალია
6 წლის უკან