“ბევრი ადამიანი, რომელსაც ანაკლიის პროექტის განხორციელებაში პრობლემები შეექმნა, ცდილობს ეს პრობლემები სხვას გადააბრალოს”

“ბევრი ადამიანი, რომელსაც ანაკლიის პროექტის განხორციელებაში პრობლემები შეექმნა, ცდილობს ეს პრობლემები სხვას გადააბრალოს”

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბევრი ადამიანი, რომელსაც ანაკლიის პროექტის განხორციელებაში პრობლემები შეექმნა, ცდილობს ეს პრობლემები სხვას გადააბრალოს. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია ის, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანოს. თუმცა მინისტრი ამბობს, რომ კონსორციუმს გრაფიკთან დაკავშირებით ჩამორჩენა აქვს. მისი თქმით, პროექტში პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო:

"დღეს გვაქვს ვითარება, როცა არ არის დასრულებული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და კონსორციუმის განცხადებითვე პროექტის 60%-ია შესრულებული... რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კონსორციუმის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილები", - თქვა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც უშუალოდ კონსორციუმთან, ასევე ყველა იმ დამფინანსებელთან, ვისაც ამ პროცესში სახელწმიფოს მონაწილეობა სჭირდება.

"ანაკლიის პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება", - განაცხადა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

თიბისი ბანკისა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თანახმად, მანამ, სანამ “თიბისი ბანკის საქმეს” ნათელი არ მოეფინება, ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განხორციელდება.

“არ არის მარტივი კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში 600 მლნ დოლარის მობილიზება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სანაპიროზე იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.