დაპირისპირება პრემიერთან, თუ ღარიბაშვილთან - წულუკიანი ამ კვირაში წავა

დაპირისპირება პრემიერთან, თუ ღარიბაშვილთან - წულუკიანი ამ კვირაში წავა

თეა წულუკიანი ამ კვირაში თანამდებობას საკუთარი სურვილით დატოვებს. ინფორმაციას რამდენიმე წყარო ადასტურებს. ერთი ვერსიით, წულუკიანმა ეს გადაწყვეტილება რიგ საკითხებზე პრემიერთან უთანხმოების გამო მიიღო, მეორე ვერსიით კი მისი თანამდებობიდან გადადგომა პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას უკავშირდება.  არ გამორიცხავენ, რომ მისი გადადგომის მიზეზად სასამართლო რეფორმაც დასახელდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, წულუკიანს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ის პოსტიდან საკუთარი სურვილით წავა.

კულუარებში არც იმას გამორიცხავენ, რომ თეა წულუკიანი "ქართული ოცნებიდან" წასულ ე.წ. ამბოხებულთა რიგებს შეუერთდეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველ გუნდში ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა ერთდროულად რამდენიმე წყარო "პრაიმტაიმს" უდასტურებს, რომ იუსტიციის მინისტრი პოსტს ამ კვირაში დატოვებს.