ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს. ინფორმაციას ამის შესახებ, მოსარჩელე მხარის უფლებადამცველი იურიდიულ კომპანია ავრცელებს.
„როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელის უნაბერთვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე.
დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით - მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი.
მომდევნო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების - როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა", - წერია ინფორმაციაში.
ამ საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 მარტს 15:00 საათზე გაიმართება.
"ალია"