ლელა კაკულიას ქალიშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიაში გაწევრიანდა

ლელა კაკულიას ქალიშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიაში გაწევრიანდა

პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი" დამფუძნებელ ყრილობაზე პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა. მათ შორის არის ნათელმხილველ ლელა კაკულიას ქალიშვილი თამარ პატარაია.

"მინდა, ჩემი გუნდის წევრებს ვთხოვო, აქ ამოვიდნენ, ირაკლი ღლონტს, მიშა რამიშვილს, ქეთი ენუქიძეს, გიორგი ცობეხიას, ჩემს საყვარელ ახალგაზრდებს თამარ პატარაიას, მარი საველიძეს.

რატომ შეიქმნა ეს პარტია. ვიღაც იფიქრებს, პარტიების მეტი რა არის, 30 წელიწადზე მეტია, მგონი, არც არაფერს ვაკეთებთ. დავფიქრდი პარტიის ლოგოზე, ლოგოა „კანონი და სამართალი". ჩემი ცხოვრების ლოგოა საქართველო. ამიტომ მეორე ტურის შემდეგ ვთქვით, რომ პარტიაში გაერთიანდნენ იმისტები, ამისტები, ყველანი გავერთიანდეთ, ვიურთიერთობოთ გაერთიანებულ ოპოზიციასთან და სხვა პარტიებთან ერთად, გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან",- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.