ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ნარკოდამოკიდებული ადამიანების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ნარკომომხმარებლები ზედმეტად იოლად ემორჩილებიან მითების ზეგავლენას. მაგალითად, იმას კი არ აღიარებენ, რომ ნარკოტიკი კლავს, არამედ, გაიგონებთ, – ხარისხია ცუდი, თორემ არ მოვკვდებოდითო. საერთოდ აღარ ახსოვთ, უბუნებრივეს-უხარისხიანესი ოპიუმით, წითელი ხიდიდან რომ გადმოჰქონდათ სუსურუკუ დროს, თაობები რომაა გაწყვეტილი. პიროვნების სიკვდილის შესახებ ახსნა-განმარტება მით უფრო რთულია, როცა ფიზიკური სიკვდილის საფრთხის გაცნობიერებაც კი ასე ჭირს”,-წერს ნათია ფანჯიკიძე.