სარდაფს ვერ გასცდა ნაცსექტა

სარდაფს ვერ გასცდა ნაცსექტა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით TBC ბანკის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მძინარაშვილი გუშინ გავრცელებული ინფორმაციის ინტერპრეტირებულ ვერსიას აჟღერებს, რომლის მიხედვითაც ე.წ. მუქარის წერილი მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიამ შუამავალ ბადრი ჯაფარიძის საშუალებით გადასცა.

“გ.გ. სარდაფში შეხვდა მეზობელ ბ.ჯ.-ს და წერილი გაატანა მ.ხ.-სთან. ბ.ჯ. ეკითხება, – აქ წერია, რომ მ.ხ.-მ უნდა ილაპარაკოს. მე არაფერს დამავალებთო?

გ.გ-მ თვალი ჩაუკრა და უპასუხა, – შენ უკვე შესრულებული გაქვს დავალებაო.

აზრზე არა ვარ, გ.გ. რა დავალებას გულისხმობდა. არც ის მახსოვს, მარჯვენა თვალი ჩაუკრა თუ მარცხენა. ეს ყველაფერი ნ.გ.-მ უთხრა ნ.მ.-ს და ჩვენ ნ.მ.-სგან გავიგეთ მ.გ.-ს პირით.

სარდაფს ვერ გასცდა ნაცსექტა.”-წერს ბონდო მძინარაშვილი.