"აი, ეგ თოფი ერთ ადგილას უნდა…" – ზაზა ხუციშვილის ნადირობის ფოტომ ხალხი აღაშფოთა

გაემოს დაცვა ქართულად – ამ წარწერით ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა ხუციშვილის ფოტო, რომელიც ნანადირევთან ერთად არის გადაღებული. ამ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"აი, ეგ თოფი ერთ ადგილას უნდა… კაცმა. ჩვენს გადამწვარ ტყეებს კურდღლების დახოცვა უნდა? ბუნებას გენოციდი ხანძრების სახით გამოუცხადეს ამ ვიღაცა, უკაცრავად და, ფულს დახარბებულმა ხიხოებმა", – წერს ნათია საგინაშვილი.

"კურდღლები თუ არ დახოცე, ახალი ხის ნერგები რაც ამოვა, ეგრევე ჭამენ და ახმობენ და ნადირობა ზოგჯერ სავალდებულოც არის, თუ რომელიმე სახეობა ზედმეტად გამრავლდება, გამოხშირვა სჭირდება ხოლმე", – გოგა გვენეტაძე.

"ეს როგორ მოკალი, შე ნადირო შენა!", – ნუნუ გაფრინდაშვილი.

"ეს უბედურები მირბიან პოლიტიკაში თავიანთი ცხოვრების მოსაწყობად. რა მომღერალიც იყო, ისეთი პოლიტიკოსია! ასეთი ფოტოს საქვეყნოდ დადება საამაყოა? თურმე "მაგარი"კაცი ყოფილა, ცხოველებსაც ხოცავს", – ციცო აფხაზავა.

"გარემოს დაცვა არ უნდა ჩააბარო მონადირეს" – ირმა პ.